მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 23:55
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

გმირი საქართველოდან: ირლანდიაში გიორგი ჯოლოგუას, რომელმაც ზღვაში ტურისტი სიკვდილს გადაარჩინა, ცხოვრების უფლება მიანიჭეს

Ambebi.ge 21 ივლისი, 2026 · 18:49 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

განსაკუთრებული სამოქალაქო გმირობისა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის, ირლანდიის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ჯოლოგუას, ქვეყანაში ლეგალურად დარჩენისა და ცხოვრების უფლება მიანიჭა.

  • გიორგი, რომელიც ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით იმყოფებოდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სუტონის სანაპიროსთან, ძლიერი დინების მიერ ღია ზღვაში გატაცებული ესპანელი ტურისტი დახრჩობას გადაარჩინა.

მისი თავდადებისა და განსაკუთრებული დამსახურების გათვალისწინებით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ქართველი მეზღვაური ირლანდიაში ცხოვრების ოფიციალურ უფლებას მეუღლესთან და ახალშობილ ქალიშვილთან ერთად მოიპოვებს.

კომპანია „Howth Cliff Cruises“-ის თანამშრომელმა „Dublin Live“-თან საუბრისას გაიხსენა, რომ ინციდენტის დღეს მან სრულიად შემთხვევით შეცვალა ჩვეული მარშრუტი:

გიორგიმ „Dublin Live“-ს განუცხადა: “რაღაც მიზეზით, კუნძულის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით წავედი, მაშინ როცა ჩვეულებრივ აღმოსავლეთ მხარეს დავდივარ. ჩემი ნავის მარცხენა ბორტიდან, დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით, რაღაც შავი დავინახე. ვიფიქრე, ტივტივა ან სელაპი იყო, მაგრამ მერე განძრევა დაიწყო.“

სწორედ ამ დროს დაინახა გიორგიმ მამაკაცი, რომელიც ხელებს იქნევდა და დახმარებას ითხოვდა. ორჭოფობის გარეშე მან ნავი გააჩერა, წყალში სამაშველო რგოლი გადააგდო და კაცი ბორტზე აიყვანა.

თავმდაბალმა გიორგიმ დასძინა: “გმირად თავს არ ვგრძნობ. ჩემს ადგილას თითოეული ადამიანი ასე მოიქცეოდა.“


გიორგიმ, რომელიც ირლანდიაში დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გადავიდა, აღნიშნა, რომ მადლობელია იმის გამო, რომ იმ დღეს თავისი ჩვეული მარშრუტით არ წავიდა: „აღმოსავლეთ მხარეს რომ წავსულიყავი [როგორც ჩვეულებრივ], ის ვეღარ გადარჩებოდა.“

მან ყველას გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის, როდესაც მას ქალაქში შევხვდით, მას შემდეგ, რაც დღეს ეს სასიხარულო ამბავი შეიტყო. წერს გვერდი Dublin Live.