მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 00:18
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

Prime Time 22 ივლისი, 2026 · 20:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ღულელები, სიმონიანთხევი, თოლენჯი, ალოტი, მელიასხევი და მიმდებარე სოფლებში;

11:10-დან 20:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვეშეთი, ზემო ამირნი, ზემო მლეთთა, გვიდაქე და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, სელექცია, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.