მთავარი კონტენტი
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 | 00:25
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

Prime Time 23 ივლისი, 2026 · 19:39 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს 05:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში;

10:10-იდან 20:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჩანადირთკარი, საშაბურო, ლაზვიანი, ბოდორნა, მლაშე და მიმდებარე სოფლებში;

11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში – სოფელ დიღომში ჭელიძის, მაყაშვილის, დოლიძის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – სტეფანწმინდაში, არშაში, კარკუჩასა და მიმდებარე სოფლებში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.