მთავარი კონტენტი
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 | 01:22
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

სემეკი “საჩხერის წყალკანალის” აბონენტებისათვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

Prime Time 23 ივლისი, 2026 · 16:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

შპს “საჩხერის წყალკანალის” აბონენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით, გაუქმდა შპს “საჩხერის წყალკანალის” წყალმომარაგების ლიცენზია.

შპს “საჩხერის წყალკანალის” აბონენტებს, საჩხერის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგების მომსახურებას გაუწევს შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”.

შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან” დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 032 2930000.

სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, თუ თვლით რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში ირღვევა თქვენი უფლებები, მიმართეთ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.

სემეკისთვის განცხადების გაგზავნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე იუსტიციის სახლის მეშვეობით.