მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 | 01:04
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

Prime Time 27 ივლისი, 2026 · 19:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ივლისს 11:00-იდან 11:10 საათამდე და 17:50-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ილტოზა, ვაზიანი, ასევე დუშეთის რაიონის სოფლებში ჭილურტი, მჭადიჯვარი, ახალშენი, ებნისი, პეტრიანი, ლამოვანი, ქვიტკირისწყარო, ციხევდავი, ზემო შუახევი და მიმდებარე სოფლებში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.