მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 | 02:20
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაიზრდება

Prime Time 28 ივლისი, 2026 · 00:35 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 27 000 ადამიანით გაიზრდება, მათ შორის, 25 000 სამხედრო მოსამსახურით.

შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2 426 130 ადამიანს შეადგენს, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 1 535 000-ს მიაღწევს.

ეს 2026 წელს რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ მიღებული უკვე მესამე გადაწყვეტილებაა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება.