მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 | 02:21
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა

IPN.ge 28 ივლისი, 2026 · 01:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, – ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში წამოჭრილი პრობლემების შესახებ ისაუბრეს.

„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ბაზარზე სომხური საქონლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სამართლებრივ ჩარჩოსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს და ამ პრობლემების მოსაგვარებელი ზომების მიღება მოითხოვა“, – წერს სომხური მედია.

ასევე, მედიის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მიმდინარე წლის მაისში მიღებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე სომხეთში რეფერენდუმის ჩატარებას ეხება.

„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს წარადგენს“, – წერს მედია.