მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 03:31
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

თბილისის მერია 8 აგვისტოს პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს

IPN.ge 8 აგვისტო, 2026 · 02:07 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

პეკინის გამზირის N37-ის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 22:00 საათამდე, პეკინის გამზირის ნაწილზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

შეზღუდვა პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გურამ ფანჯიკიძის ქუჩის კუთხემდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

„პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედანზე მოხვედრას ავტომობილები შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ტაშკენტის, იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით.

საგზაო მოძრაობის დროებითი შეზღუდვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული მარშრუტებიც შეიცვლება. კერძოდ, N300, N302, N349 ავტობუსები და N531 მიკროავტობუსი პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილდებიან იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას.

N326 ავტობუსი კონსტანტინე გამსახურდიას გამზირიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას აღარ შევა პეკინის გამზირზე და მოძრაობას გააგრძელებს სააკაძის მოედნის მიმართულებით, რის შემდეგაც შარტავას ქუჩით დაუკავშირდება კანდელაკის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.

რაც შეეხება N534-ს, მიკროავტობუსი პეკინის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც ტაშკენტისა და ფანჯიკიძის ქუჩებით დაუკავშირდება ისევ პეკინის გამზირს, შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.