მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 15:01
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

რუმინეთში ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგურის გათიშვის პროცესი დაიწყეს, მდინარე დუნაიში წყლის დონის დაწევის გამო, სადგურის უსაფრთხოდ მუშაობა შეუძლებელია

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 11:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

რუმინეთში ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგურის გათიშვის პროცესი დაიწყო, რადგან მდინარე დუნაის წყლის დონის დაწევის გამო მისი ფუნქციონირების უსაფრთხოდ  გაგრძელება შეუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩერნავოდას ატომურ სადგურზე დაწყებულია მეორე ენერგობლოკის გაჩერების პროცედურები.

სადგურის ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ მეორე ენერგობლოკის გაჩერების გადაწყვეტილება გამოწვეულია დუნაის წყლის დონის მნიშვნელოვანი კლებით. კომპანიის ინფორმაციით, პროცესი მიმდინარეობს მსგავსი შემთხვევებისთვის განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, ხოლო რეაქტორების ხელახლა ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას სპეციალისტები დუნაის წყლის მდგომარეობის შემდგომი პროგნოზების საფუძველზე მიიღებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩერნავოდას რაიონში, მდინარე  დუნაის წყლის დონის ასამაღლებლად გასულ კვირას ქვებით დატვირთული ოთხი ბარჟა ჩაძირეს . რუმინეთის ხელისუფლება ამ გზით ცდილობდა სადგურის გაჩერების თავიდან აცილებას. მანამდე, იმავე მიზნით, კლდეზე აფეთქებაც განხორციელდა. ხელისუფლების განცხადებით, ამ ქმედებებმა სადგურის მუშაობა დაახლოებით ერთი კვირით გაახანგრძლივა.