მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026 | 01:17
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

29 ივლისს შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები

Prime Time 28 ივლისი, 2026 · 21:37 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს, 10:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თვალივი, ზემო ხორხი, გუდრუხი, წიფრანი, ხილიანა, ბზიკურთკარი, ქვემო შარახევი, ზარიძეები და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, 11:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, დორეულები, სიონი და მიმდებარე სოფლებში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.