მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:07
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

40 მეტრის სიმაღლეზე, სარეკლამო აბრაში “ჩარჩენილმა“ ელექტრიკოსმა ცოლსა და შვილებს გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაუწერა – ემოციური ამბავი ილინოისის შტატიდან

Ambebi.ge 24 აგვისტო, 2026 · 20:57 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ილინოისის შტატში, ავტოგასამართ სადგურზე მდებარე დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლის აბრის შიგნით ექვს საათზე მეტხანს გაჭედილმა ელექტრიკოსმა ცოლსა და შვილებს გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაუწერა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ცოცხალი ვეღარ გადარჩებოდა.

ეი ჯეი გაუ გასულ თვეს ქალაქ უილმინგტონში, ჩიკაგოდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით ერთი საათის სავალზე, აბრის შეკეთებისას ხაფანგში აღმოჩნდა. ის ქარზე მოქანავე დახუთულ აბრაში მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც მისი ამწე-ლიფტი მწყობრიდან გამოვიდა.


  • გაუმ, რომელიც აბრების მომსახურების კომპანიაში მუშაობს, 23 ივლისს ჩვეულებრივი სამუშაო დღე სწრაფად გადაიქცა პოტენციურ ტრაგედიად.

“ცხელი დღე იყო, ჰაერი საერთოდ არ მოძრაობდა, ამიტომ მეწყვილეს ვთხოვე ჩასულიყო წყალი და ჩემი ელემენტზე მომუშავე ვენტილატორი ამომიტანე-მეთქი, ის ჩავიდა მაგრამ ამწის გაუმართაობის გამო უკან ამოსვლა ვეღარ მოახერხა“, – იხსენებს ელექტრიკოსი. თავდაპირველად გაუ არ ნებდებოდა, თუმცა უწყლოდ, გახურებულ და მოქანავე აბრის შიგნით ოთხი საათის გატარების შემდეგ, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, სწორედ ამ დროს ჩაწერა მან ოჯახისთვის გამოსამშვიდობებელი ვიდეო.

ამასობაში, ადგილზე ამწის შეკეთების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, გამოძახებული სამაშველო ჯგუფების კიბეები მხოლოდ 30 მეტრის სიმაღლეზე სწვდებოდა. საბოლოოდ, სამართალდამცავებმა სხვა ამწე იპოვეს, რომელიც 27 კმ დაშორებით მდებარე ობიექტიდან პოლიციის ესკორტით მოიყვანეს.

ინციდენტის შედეგად ეი ჯეი გაუს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ძლიერი დეჰიდრატაციის გამო საავადმყოფოში გადაყვანა მაინც დასჭირდა.

წყარო