„არასდროს შეწყვიტო იმ ცხოვრებისკენ სწრაფვა, რომლის შექმნის უნარიც გაქვს“ – ნუცა ბუზალაძე სოლო კონცერტიდან კადრებს გვიზიარებს

22 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნუცა ბუზალაძის გრანდიოზული LIVE-შოუ სრული ანშლაგით დასრულდა. ქართველი არტისტი საქართველოში უკვე გრემის აკადემიის წევრის სტატუსით დაბრუნდა.
სპეციალურად კონცერტის აკომპანემენტისთვის, საქართველოში შტატებიდან ტონი ბრექსტონის ბენდი ჩამოვიდა. კონცერტიდან კადრებს მომღერალი სოციალურ ქსელში გვიზიარებს და წერს:
„არასოდეს შეწყვიტო ოცნება. არასდროს შეწყვიტო რწმენა. და არასდროს შეწყვიტო იმ ცხოვრებისკენ სწრაფვა, რომლის შექმნის უნარიც გაქვს. განაგრძე ოცნება“.