მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 01:12
სწრაფი სიახლე
კულტურა

ონში „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი გაიმართა

Prime Time 22 ივლისი, 2026 · 10:10 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ქალაქ ონში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი გაიმართა.

გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“.

სპექტაკლში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

სპექტაკლი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სპექტაკლის ბოლოს აღნიშნა,რომ  მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ინკლუზიური საზოგადოების გაძლიერებას, ასევე ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის დამკვიდრებას