მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 21:58
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

ბადრი ჯაფარიძე: სამშობლოსთვის თავშეწირული გმირების ვაჟკაცობა მუდამ იქნება სამაგალითო ყველა პატრიოტისთვის, მათი ხსოვნა მარადიულია

Prime Time 7 აგვისტო, 2026 · 17:36 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

კვლავ უნდა გავიხსენოთ სამშობლოსთვის თავშეწირული გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გმირების ხსოვნა მარადიულია.

„2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. დღეს კვლავ უნდა გავიხსენოთ სამშობლოსთვის თავშეწირული გმირები, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე დათმეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მათი ვაჟკაცობა, თავგანწირვა და გმირობა მუდამ იქნება სამაგალითო ყველა პატრიოტისთვის. დიდება გმირებს, მათი ხსოვნა მარადიულია“, – წერს ჯაფარიძე.