მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 15:30
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის სამხედრო პროგრამირების კანონი დღეს გამოქვეყნდება

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 14:41 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის სამხედრო პროგრამირების კანონი დღეს გამოქვეყნდება.

„სამხედრო პროგრამირების კანონი ხვალ გამოქვეყნდება. 2026-2030 წლებში ჩვენი შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი გაორმაგდება და ისინი დამატებით 36 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციებს მიიღებენ“, – აღნიშნა მაკრონმა ორშაბათს.

ემანუელ მაკრონმა გასულ წელს განაცხადა, რომ საფრანგეთში ახალი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური 2026 წლიდან ამოქმედდებოდა. ემანუელ მაკრონის ცნობით, ახალ პროგრამაში მონაწილეობის მიღებას 18-19 წლის ახალგაზრდები შეძლებენ. მაკრონმა აღნიშნა, რომ სურს, 2026 წლის ზაფხულში დაგეგმილ წვრთნებში 3 000-მა ახალგაზრდამ მიიღოს მონაწილეობა. გეგმის მიხედვით, მოხალისეების რიცხვი 2030 წლისთვის 10 000-მდე, ხოლო 2035 წლისთვის კი 50 000-მდე უნდა გაიზარდოს. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის დაფინანსებისთვის საფრანგეთის ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ევრო გამოიყოფა.