როგორი იქნება 10-16 აგვისტოს კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ლანეტების აღლუმი და 12 აგვისტოს მზის დაბნელება ცვლილებების მექანიზმს ყველა სფეროში აამოქმედებს. ბევრ ადამიანს უახლოესი გეგმებისა და ფინანსური სტრატეგიების გადახედვა მოუწევს. კვირის ბოლოს კი ზოგიერთ ნიშანს მოთმინებისა და გამძლეობის გამოცდა ელის.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 10-16 აგვისტოს კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი
ეს კვირა ვერძებს იმ ადამიანებში უეცარ იმედგაცრუებას მოუტანს, რომელთა მხარდაჭერის იმედიც ჰქონდათ. თუმცა, ცუდი გამოცდილებაც გამოცდილებაა. ეს დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ ვის შეიძლება, ენდოთ სინამდვილეში. სამშაბათს უყურადღებობის გამო დანაკარგებია მოსალოდნელი. ოთხშაბათს კოლექტივში ინტრიგებსა და ფარულ თამაშებს მოერიდეთ. პარასკევს პირად ცხოვრებაში მოულოდნელი სიახლეებია მოსალოდნელი, რაც ურთიერთობებს ახლებურად დაგანახებთ. უქმეებზე ნუ გადაიტვირთავთ თავს მოვალეობებით და სრულფასოვანი დასვენებისთვის დრო დაიტოვეთ
კურო
კუროებისთვის კვირა საქმეებითა და სამუშაო საკითხებით იქნება დატვირთული. მოსალოდნელია გადაუდებელი პროექტები და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა. ხელიდან ნუ გაუშვებთ კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ ახალი უნარების ათვისების შანსს. ოთხშაბათს ვარსკვლავებმა შესაძლოა, ისეთ ადამიანს შეგახვედროთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დიდხანს დარჩება. ხუთშაბათს განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ საკითხებს დაუთმეთ: შეამოწმეთ დოკუმენტები, ქვითრები და ჩეკები, არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი გადახდები. შაბათ-კვირას ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და განწყობის გაუმჯობესებაზე კონცენტრირდით.
ტყუპები
კვირის დასაწყისი ტყუპებისთვის საკმაოდ წარმატებულად წარიმართება. ნებისმიერი დაბრკოლება დროებითი იქნება და გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ორშაბათს მნიშვნელოვანია ძველი პროექტების დასრულება და ახალი მიზნებისთვის სივრცის გათავისუფლება. შუა კვირაში იმპულსური შესყიდვებისაგან თავი შეიკავეთ. პარასკევს მოერიდეთ ეჭვიანობასა და გადაჭარბებულ უნდობლობას. უქმეებზე უარი თქვით იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებიც მოტივაციას ან საკუთარი ძალების რწმენას გიკარგავენ.
კირჩხიბი
ამ კვირაში სამუშაო საკითხებმა შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება მოითხოვოს. თუმცა, ყველა დამატებითი ძალისხმევა სწრაფად ანაზღაურდება. უკვე სამშაბათს გამოჩნდება დიდი ხნის გადადებული საქმის წარმატებით დასრულების შანსი. ოთხშაბათს მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები, ამიტომ ბიუჯეტი მკაცრად აკონტროლეთ. პარასკევს რომანტიკული მოვლენები უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ. უქმეებზე შეეცადეთ შეურიგდეთ მათ, ვისაც ახლახან სერიოზულად დაშორდით. თქვენი ფარული ნიჭი და უნარები დაგეხმარებათ იმ საკითხის მოგვარებაში, რომელიც დიდხანს რთულად გეჩვენებოდათ.
ლომი
ლომებისთვის მიმდინარე კვირა ცხოვრების წესის გადაფასების პერიოდი გახდება. ეს სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცვლილებებს არ გეგმავდით. ორშაბათსა და სამშაბათს კარიერული მიღწევები პირდაპირ იქნება დამოუკიდებელი დატვირთვის გადანაწილების უნარზე. ოთხშაბათს მოსალოდნელია თბილი მომენტები და ურთიერთობების გამყარება. ხუთშაბათს ფინანსური სიტუაცია დასტაბილურდება, თუმცა დიდ ხარჯებს მაინც მოერიდეთ. პარასკევი იდეალურია სპორტისთვის, ცურვისთვის, სეირნობისა და ნებისმიერი მსგავსი აქტივობისთვის. შაბათ-კვირას ყურადღება ემოციურ მდგომარეობას, დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმეთ.
ქალწული
ქალწულების შრომისმოყვარეობას ამ კვირაში განსაკუთრებით დააფასებენ. ეს პერიოდი შესანიშნავია კარიერული დაწინაურებისთვის, ბიზნეს-იდეების რეალიზაციისა და ახალი კლიენტების მოძიებისთვის. სამშაბათს მოსალოდნელია უთანხმოება ხელმძღვანელობასთან ან კოლეგებთან. უხეშად ნუ იდავებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმართლე თქვენს მხარესაა. შეეცადეთ, სათქმელი კორექტულად თქვათ. ოთხშაბათს სავარაუდოა წარმატებული გარიგებები ან ფინანსური საკითხების მოგვარება. ხუთშაბათს მოსალოდნელია პერსპექტიული ნაცნობობა – როგორც საქმიანი, ისე რომანტიკული. უქმეებზე ვარსკვლავები გირჩევენ ნაკლებად დაინტერესდეთ სხვისი საიდუმლოებებით და საკუთარ ურთიერთობებზე კონცენტრირდეთ.
სასწორი
მომდევნო კვირა სასწორებისგან ორგანიზებულობასა და დისციპლინას მოითხოვს. ძველი ვალდებულებები თავს შეგახსენებთ, თუმცა ბევრი პრობლემის მოგვარებას იმაზე სწრაფად შეძლებთ, ვიდრე ვარაუდობდით. სამშაბათს მოსალოდნელია დაუგეგმავი წარმატება, ხოლო ოთხშაბათიდან ფინანსური სიტუაცია ეტაპობრივად გაუმჯობესდება. კვირის ბოლოს შეეცადეთ მეტად ენდოთ პარტნიორს და კონფლიქტის მიზეზები არ ეძებოთ. უქმეებზე იპოვეთ სტრესისა და ემოციური დაძაბულობისგან განტვირთვის ისეთი გზა, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ.
მორიელი
კვირის მთავარი ამოცანა მორიელებისთვის ნებისმიერი გზით სიმშვიდის შენარჩუნებაა. იმპულსურობამ შესაძლოა, შეცდომებამდე მიგიყვანოთ როგორც სამსახურში, ისე პირად ურთიერთობებში. ორშაბათს მნიშვნელოვანია დეტალებზე კონცენტრირება. ოთხშაბათს უარი თქვით რისკიან ინვესტიციებსა და დიდ შენაძენებზე. კვირის მეორე ნახევარში ნაკლებად აკონტროლეთ პარტნიორი, თუმცა ხშირად ისაუბრეთ საკუთარ გრძნობებზე. შაბათ-კვირა ბუნებაში გაატარეთ: აგარაკი, სპორტი და აქტიური დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ...ვრცლად