მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 14:06
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„დაშავებულებიდან 6 ბავშვია, ერთის მდგომარეობა საყურადღებოა…“ – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 12:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

გომის მთაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია 4 ადამიანი, ოთხივე ბელარუსის მოქალაქეა. მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. დაშავებულია 17 მოქალაქე, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.

“შემოყვანილი იქნა 11 პაციენტი. ესენი არიან ტურისტები, რომლებიც მოგზაურობდნენ საქართველოში. ამ 11-დან 6 არის ბავშვი, 5 არის მოზრდილი. ბავშვებიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, აღენიშნება ეპიდურული სისხლჩაქცევა და რის გამოც მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მოზრდილებიდან ერთი პაციენტის მდგომარეობაც, ასევე, საყურადღებო იყო და ისიც მოთავსებულია რეანიმაციაში. დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ამ დილით ბავშვების მდგომარეობა შეიძლება ითქვას დამაკმაყოფილებელია, კონტაქტურები არიან, ადეკვატურები არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,” – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, გიორგი კიკაბიძემ.

გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაშავებულები ჩოხატაურსა და ბათუმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო.