მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 14:13
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

მსოფლიო დონის გასტრონომიული ექსპერტები და გავლენიანი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 11:32 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და “გასტროტურის” მოწვევით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული ექსპერტები, Michelin Guide-ის, Forbes-ის, The World’s 50 Best-ის ჟურნალისტები, კულინარიული მკვლევრები, დოკუმენტალისტები, ინფლუენსერები და შეფ-მზარეულები ეწვივნენ.

ტურის ფარგლებში სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ, გაეცნენ ადგილობრივ პროდუქტებს, ღვინის მომზადების უძველეს ტრადიციებს, რეგიონულ კულინარიასა და თანამედროვე ქართულ გასტრონომიულ ტენდენციებს. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.

ტურის მიზანია საქართველოს, როგორც გლობალური გასტრონომიული დანიშნულების ადგილის პოზიციონირება, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის, თანამედროვე სამზარეულოს, ქართული მეღვინეობისა და ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია მსოფლიოს წამყვან მედიაპლატფორმებზე.

“ქართული კერძები ძალიან გემრიელია. საქართველო დიდი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება ქართული სუფრიდან. ეს არ არის მხოლოდ ვახშამი, ეს ნამდვილი კულტურული ელემენტია. საქართველოში ღვინის წარმოება გამოიგონეს და მართლაც უნიკალური ღვინო გაქვთ. რაც შეეხება თბილისს, ეს ძალიან უსაფრთხო და ლამაზი ქალაქია. ყველას ვურჩევ საქართველოში ჩამოსვლას, ქართული სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნებას,” – აცხადებს გასტრონომიული ექსპერტი აშშ-დან, ჯონათან კანო.

“ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. ძალიან შთამბეჭდავი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ძალიან გრძელი და მდიდარი ისტორია აქვს თქვენს ქვეყანას, რომელიც გამორჩეულია ღვინის 8-ათასწლოვანი კულტურით. მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხმა. ძალიან კეთილი, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. რა თქმა უნდა, გამოსარჩევია ქართული სუფრა და კერძები,” – აცხადებს სამხრეთ კორეული სამოგზაურო ჟურნალის წარმომადგენელი, ჰონ ენ პარკი.