მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026 | 00:49
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ადვოკატის ინფორმაციით, თბილისში უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეში დააკავეს

IPN.ge 5 აგვისტო, 2026 · 23:11 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

თბილისში უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში დააკავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” მისმა ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძემ განაცხადა, რობერტ მეზეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

ადვოკატის თქმით, ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, შესაბამისად, მისთვის უცნობია, რა გახდა უშუალოდ დაკავების მიზეზი. მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, დაკავება ქვეყანაში ყოფნის ვადების დარღვევას უკავშირდება.

მანამდე ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატმა მარიკა არევაძემ დაწერა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში ლეგალურად იმყოფება.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.