მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026 | 00:49
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია

IPN.ge 5 აგვისტო, 2026 · 22:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია.

ვუსამძიმრებ ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.