მთავარი კონტენტი
Friday, 10 July, 2026 | 23:25
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

“ალეკო ელისაშვილი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა – როდესაც აგენტურა მის ამ ქმედებას აცხადებს არადანაშაულებრივად, ნიშნავს, რომ ამ აგენტურის განწყობა არის ტერორისტული“ – ირაკლი კობახიძე

Ambebi.ge July 10, 2026 2:06 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

“ეს ადამიანი [ალეკო ელისაშვილი] შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა – როდესაც აგენტურა ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებს არადანაშაულებრივ ქმედებად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება, სახელმწიფოს მიმართ, არის ტერორისტული,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა „უმძიმესი დანაშაული და ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი რომელიც არის დაწყებული“.

„ეს არის უმძიმესი დანაშაული და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ აგენტურის სახეს, ისიც ხომ ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. როდესაც ეს ადამიანები, აგენტურა ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებენ არადანაშაულებრივ ქმედებად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული და ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ამისთვის ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის დაწყებული“, – განაცხადა კობახიძემ.