მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026 | 00:48
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ბათუმში მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

IPN.ge 5 აგვისტო, 2026 · 22:39 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევა რუსთაველისა და ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა, ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.