მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 17:01
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ესპანეთის ქალაქ გრანადაში მიწისძვრამ სახლები დააზიანა

IPN.ge 15 აგვისტო, 2026 · 15:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ესპანეთის ქალაქ გრანადაში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სახლები დააზიანა, – ინფორმაციას გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ალენდინის მუნიციპალიტეტი იყო.

ანდალუსიის ავტონომიური რეგიონის მთავრობის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა, ხუან მანუელ მორენომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„მიწისძვრამ გარკვეული მატერიალური ზარალი გამოიწვია. გთხოვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაიცავით ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ანდალუსიის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა.