მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 14:54
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი კურილის კუნძულებზე ჩავიდა, რომელიც იაპონიასა და რუსეთს შორის ტერიტორიული დავის ნაწილია

IPN.ge 13 აგვისტო, 2026 · 13:39 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ვლადიმერ პუტინი კურილის კუნძულებზე ჩავიდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურილის კუნძულებზე თავისი პირველი ვიზიტის ფარგლებში კუნძულ იტურუპს ეწვია.

პუტინმა იტურუპზე თევზის გადამამუშავებელი კომპლექსი მოინახულა.

ცნობისთვის, კურილის კუნძულები იაპონიასა და რუსეთს შორის ტერიტორიული დავის ნაწილია. 1945 წელს საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ კუნძულები რუსეთის ადმინისტრაციის ქვეშ არის. კურილის კუნძულების ჯგუფში შევალ ოთხ კუნძულს – იტურუპს, კუნაშირს, შიკოტანსა და ჰაბომაის იაპონია თავის ტერიტორიულ ნაწილად აცხადებს.