მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:08
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ სამშობლოში 10 სამხედრო მოსამსახურე დააბრუნა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ

IPN.ge 24 აგვისტო, 2026 · 20:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

უკრაინამ სამშობლოში 10 სამხედრო მოსამსახურე დააბრუნა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკის ცნობით, გათავისუფლებული სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან.

„დღეს, გაცვლის სპეციალური ეტაპის ფარგლებში, ჩვენს 10 მებრძოლს ვაბრუნებთ – ბელარუსის მეშვეობით. ისინი ქვეყანას დონეცკის ოლქში იცავდნენ. ყველა მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა“, – წერს ზელენსკი X-ზე.