ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„Patriot-ის ცოტაოდენი რაკეტა მივიღეთ. ზუსტად ვერ ვიტყვი, თუ რამდენი, მაგრამ მცირე რაოდენობით და ჩვენ მეტი გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინამ სხვა სახის დახმარების პაკეტებიც მიიღო.
„მივიღეთ, ვერ ვიტყვი რომელი ქვეყნიდან, Crotale-ს საჰაერო თავდაცვის სისტემისა და რაკეტების გადმოცემის დადასტურება. ასევე, AIM-ის ტიპის რაკეტები მივიღეთ. ჩვენთვის ეს რაკეტები ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.