თბილისის ზღვაზე 15 წლის მოზარდი დაიხრჩო – ტრაგედიის რა დეტალები ხდება ცნობილი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. MarneuliNews.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.
თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა.
საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.