იალბუზზე, 5100 მეტრ სიმაღლეზე მყოფი 6 ტურისტი შველას ითხოვს – არიან გარდაცვლილებიც

ექვსი ტურისტი იალბუზზეა ჩარჩენილი და დახმარებას ითხოვენ. მათ დამოუკიდებლად ჩამოსვლა არ შეუძლიათ. ამჟამად მთის სარტყელზე, დაახლოებით 5100 მეტრის სიმაღლეზე, მთამსვლელების ჯგუფი იმყოფება.
რვა მაშველი უკვე გაგზავნილია მათ დასახმარებლად.
„დღეს, საღამოს 9:21 საათზე, დეპარტამენტმა მიიღო ინფორმაცია, რომ ელბრუსის სარტყელზე, 5100 მეტრის სიმაღლეზე, რეგისტრირებული ექვსი მთამსვლელისგან შემდგარი ჯგუფი დამოუკიდებლად ჩამოსვლას ვერ ახერხებდა და დახმარებას ითხოვდა“, – აღნიშნა ყაბარდო-ბალყარეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურმა.
მაშველების მისვლამდე იალბუზზე მეორე მთამსვლელი გარდაიცვალა. SHOT-ის ცნობით.
მამაკაცები ჰიპოთერმიით გარდაიცვალნენ.
გარდაცვლილის ცხედრის ამოყვანა იგეგმება, როდესაც ამინდის პირობები გაუმჯობესდება. ინციდენტის გარემოებები იძიება.