მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 18:29
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირანის პარლამენტის სპიკერი – ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ვიდრე ნავთობზე დაწესებული სანქციები არ მოიხსნება – ირანი მზად არის, მტერს უფრო მძიმე მარცხი მიაყენოს

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 17:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება იქამდე, ვიდრე ნავთობზე დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა.

მოჰამედ ბაგერ ღალიბაფის განცხადებით, ირანი ჰორმუზის სრუტეს იქამდე არ გახსნის ვიდრე აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებს.

„ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ვიდრე ბლოკადა არ გაუქმდება, გაყინული აქტივები არ გამოთავისუფლდება, სანქციები არ მოიხსნება და ყველა ფრონტზე სამხედრო ოპერაციები და მუქარები არ დასრულდება“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.

მისი თქმით, „ირანი მზად არის, მტერს უფრო მძიმე მარცხი მიაყენოს“.

„როგორც ვივარაუდეთ, მტერმა, რომელმაც ომის დასრულების შესახებ შეთანხმება სასოწარკვეთილების გამო მიიღო, აღებული ვალდებულებები მალევე დაარღვია, რათა პოლიტიკური მარცხის კომპენსაცია მოეხდინა“, – განაცხადა ღალიბაფმა.