მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 00:43
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Ambebi.ge 10 აგვისტო, 2026 · 23:19 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 82 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი, 42 ადამიანი რისარალდას დეპარტამენტში დაიღუპა.

ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ასობით ადამიანი დაშავდა.

კოლუმბიის პრეზიდენტმა, აბელარდო დე ლა ესპრიელამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. მიწისძვრის ბიძგები კოლუმბიის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა.