მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 14:08
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა – ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები – დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე

Prime Time 25 ივლისი, 2026 · 12:38 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ფსევდო ლიბერალური, გარედან დაფინანასებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილისთვის გამოხატულ მხარდაჭერას.

მათიკაშვილის შეფასებით, გარე დავალების შესაბამისად, სააკაშვილის მიერ წახალისებული ძალადობა და ნეო-ნაცისტური მიდგომები, ზუსტად ასახავს დღევანდელი ოპოზიციის სახეს და ფსევდო ლიბერალების იდეოლოგოურ აიბნელეს.

“ებრძვიან ავტორიტეტებს, ებრძვიან მორალურ ღირებულებებს, ეკლესიას, საპატრიარქოს – ყველაფერ იმას, რაც წარმოადგენს ქართულის შემადგენელ ნაწილს. ამ შემთხვევაში, სწორედ აგენტი სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ეს ფსევდო ლიბერალური და სინამდვილეში ნეო-ნაცისტური მიმართულება, პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები სააკაშვილის ხელმძღვანელობით. სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა – ეს არის სახე დღევანდელი რადიკალიზმისა და აგენტურული ოპოზიციისა საქართველოში.” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.