მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 21:01
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

Prime Time 16 ივლისი, 2026 · 19:53 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა, დაშავდა ერთი მგზავრი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

დამატებით დეტალები უცნობია.