საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: უსინათლოთა შორის გამოდიოდნენ (J1): საბა ბაღდავაძე; გიორგი გამჯაშვილი; გიორგი ბერიძე.
მცირემხედველთა შორის (J2): ზვიად გოგოჭური, ლევან გუგავა, ზურაბ ზურაბიანი.