მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 21:42
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

უკრაინამ Wildberries-ის 10 უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრიდან 7 მწყობრიდან გამოიყვანა – უკრაინის თავდაცვის უწყება

Ambebi.ge 16 აგვისტო, 2026 · 20:37 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

უკრაინამ უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ათი უდიდესი ლოგისტიკური ცენტრიდან შვიდი მწყობრიდან გამოიყვანა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • უწყების ცნობით, მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შემდეგ, ინდუსტრიულ პარკ „კოლედინოში“ მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურმა ცენტრმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს იყო კომპანიის ყველაზე დიდი საწყობი ფართობის მიხედვით – დაახლოებით 250 000 კვადრატული მეტრი.

ღამის თავდასხმის შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა დომოდედოვოს საწყობმაც.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში დრონით თავდასხმის შედეგად Wildberries-ის უდიდეს საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.