უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დეესკალაციისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს „გულახდილი“ სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან, სადაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის“ თავიდან აცილების აუცილებლობას.
კასპიის ზღვაში ირანულ გემზე უკრაინის მიერ განხორციელებული ბოლო თავდასხმის შემდეგ, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა კიევის მისამართით მუქარა გააძლიერეს.
სატელეფონო საუბრისას სიბიგამ აღნიშნა, რომ არაღჩის კიდევ ერთხელ დაუდასტურა: „უკრაინის ყველა ქმედება მიმართულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის რუსული აგრესიისგან დასაცავად და არასდროს ისახავდა მიზნად სამოქალაქო გემებსა თუ ადამიანებზე თავდასხმას“.