წელიწად-ნახევარში დაკარგული 164 მოქალაქე – რა სტატისტიკას აქვეყნებს შსს

შინაგანი საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლისა და 2026 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოში 164 მოქალაქე დაიკარგა. მათგან 57 პირის ადგილსამყოფელი დღემდე დაუდგენელია.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა 18 არასრულწლოვანიც, რომელთაგან 4-ის სამძებრო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.
შსს-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში დაკარგული 41 ადამიანიდან 36 საქართველოს მოქალაქეა, 5 კი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ნაპოვნია საქართველოს 21 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე..