ხანძარი ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ – რა ხდება ადგილზე

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ხანძარია. მოქალაქეების ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ სახლში გაჩნდა. კადრებს აჭარათაიმსი“ ავრცელებს.
დასახლებაში სახლები ერთმანეთზეა მიშენებული, რის გამოც არსებობს ხანძრის გავრცელების რისკი.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.