მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 02:23
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

თბილისში, ლოზუნგით „გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი” მსვლელობა მიმდინარეობს

IPN.ge 8 აგვისტო, 2026 · 01:09 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

„გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი!”, – ამ ლოზუნგით “ფილარმონიიდან” გმირთა მოედნამდე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობით, პროტესტის მონაწილეები პატივს მიაგებენ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს.

შეკრებილები აცხადებენ, რომ საქართველოს ისტორიის გაყალბებას ვერავინ შეძლებს.

“ჩვენ გვახსოვს, ვინ დაიწყო ომი – და გვახსოვს ჩვენი გმირები, რომლებმაც გმირულად დაიცვეს საქართველო. ჩვენ ვიცით, რომ დაპირისპირება და გაყოფა რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი მამოძრავებელია – და ჩვენ ვიცით, რომ როცა ერთად ვდგებით, მტერი ვერ გვერევა”, – აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები.