Reuters – ფილიპინებში, სკოლაში სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა, მათ შორის თავდამსხმელი

ფილიპინებში, სკოლაში სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა, მათ შორის თავდამსხმელი, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ფილიპინების ქალაქ ზამბოანგას ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მოსწავლეებს ცეცხლი საკლასო ოთახში გაუხსნა.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
მათივე ცნობით, გარდაცვლილი მე-10 კლასის მოსწავლე, ხოლო თავდამსხმელი მე-9 კლასის მოსწავლე იყო.
ასევე, ზამბოანგას სკოლაში სროლის შედეგად ორი მოსწავლე დაშავდა.
ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა სამართალდამცავ ორგანოებს ინციდენტის გამოძიების დაწყება და სკოლებში მსგავსი ინციდენტების აღკვეთის მიზნით შესაბამისი ზომების განსაზღვრა დაავალა.
ცნობისთვის, ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში ფილიპინების სკოლაში მომხდარი სროლის მეორე შემთხვევაა. ივნისში, ქალაქ ტაკლობანის სკოლაში სროლის შედეგად, 2 მოსწავლე დაიღუპა და 20 დაშავდა. ტაკლობანის საშუალო სკოლაში ცეცხლი ორმა მოსწავლემ გახსნა.