მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 | 03:48
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

არსებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

IPN.ge 27 ივლისი, 2026 · 02:45 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

არსებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

დაკავებას წინ უძღოდა აქტივისტების მხრიდან შეძახილები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ასევე, მათ ხელში ეკავათ საპროტესტო ბანერები.

,,ინტერპრესნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს.

ცნობისთვის, მანამდე, სამართალდამცველებმა თორნიკე თოშხუა დააკავეს, რომელიც საკრებულოსთან იდგა ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო განთავსებული.