„არ მჯერა, რომ შენს ღიმილს ვეღარასდროს ვნახავ…“ – ვრცელდება, ხორავას ქუჩაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზის ბოლო კადრები

ვრცელდება, ხორავას ქუჩაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის ბოლო კადრები.
„არ მჯერა, რომ შენს ღიმილს ვეღარასდროს ვნახავ…“ – წერენ ნიკოლოზის მეგობრები სოციალურ ქსელში.
მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე. უწყების ცნობით, მან აყვანისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე გვიან საღამოს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს – მიყენებული ჭრილობებისგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი გარდაიცვალა.
იგი 2008 წელს იყო დაბადებული და 1 აგვისტოს 18 წელი უსრულდებოდა. ახალგაზრდამ სკოლა წელს დაასრულა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე დააკავა.