მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026 | 23:55
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

IPN.ge 4 აგვისტო, 2026 · 21:41 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, მისაქციელი, ნატახტარი. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 12:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი, დაბა სტეფანწმინდაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.