მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 14:36
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 12:21 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებს ეწვია და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს.

ქალაქ ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის და სოფელ ფოკის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განახლდება სასწავლო სივრცეები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგანმანათლებლო გარემოს.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკოლების მშენებლობის, სრული რეაბილიტაციისა და მცირე სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.