გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამ დროისთვის კაცი კლინიკაში საბადრაგო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, მოგვიანებით კი მას საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ
ავტოსაგზაო შემთხვევა გომის მთაზე 12 აგვისტოს მოხდა. ავარიას ბელარუსის 4 მოქალაქე ემსხვერპლა, ჯამში დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე 6 არასრულწლოვანია.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.