„გული ხარ ბებოსი“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედა თბილ კადრებს გვიზიარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დედამ, მაკა ლუკავამ, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ოჯახური, ემოციური კადრები გაუზიარა.
გამოქვეყნებულ ფოტოებს თან ახლავს მოკლე, მაგრამ განსაკუთრებული წარწერა – „გული ხარ ბებოსი“, რომელმაც სოციალურ ქსელში არაერთი თბილი გამოხმაურება დაიმსახურა.

