მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026 | 01:15
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„ეს განსაკუთრებით ორსულებს და პატარები ვისაც ჰყავთ, მათ ეხებათ…“ – ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება

Prime Time 28 ივლისი, 2026 · 23:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ონკოლოგიური და ალერგიული დაავადებები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „სამი სიმპტომი“ ისაუბრა და განმარტა, რომ დაავადებების პრევენციისთვის ბუნებრივ გარემოსთან სიახლოვე და ჯანსაღი კვება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ონკოლოგიური და ალერგიული დაავადებები – ეს არის ამ საუკუნის მთავარი პრობლემა და დილემა. ეს გლობალური საკითხია, რატომ გაიზარდა ამ დაავადებების წილი მსოფლიოში, როცა წინა საუკუნის 40-50-იან წლებამდე ალერგიული დაავადებები ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური არ იყო. ეს განსაკუთრებით ორსულებს და პატარა ბავშვი ვისაც ჰყავს, მათ ეხებათ – ადამიანმა ნატურალურ და ბუნებრივ გარემოსთან კონტაქტი დაკარგა.

ალერგიისა და ავტოიმუნური ავადმყოფობის მთავარი პრევენციის საკითხი გადის ბუნებასთან სიახლოვესთან, პირდაპირი მნიშვნელობით და სრულფასოვანი, კარგი და ჯანსაღი საკვების მიწოდებასთან. როგორც მოზრდილებში, ასევე, განსაკუთრებით ბავშვებში. თუ ჩვენ ამ ძირითად აქცენტებს დავსვამთ და ჩვენი ყოველდღიურობა იქნება არა დაკეტილი სივრცე… კვების ობიექტებში და პლასტმასის ბურთებში, გასართობ ცენტრებში ბავშვის წაყვანა სკვერში ბავშვების წაყვანა პატივისცემა არ არის. არ არის პატივისცემა ტყეში წასვლა, ქალაქგარეთ გაყვანა, სკვერში წაყვანა, ეს უნდა გადავაქციოთ ჩვენ ჩვენი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებად“, – ამბობს კულუმბეგოვი.