მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 14:12
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობის და სამი პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს პატიმრობა შეეფარდა

Kvira.ge 25 ივლისი, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი ალადაშვილის კლინიკაში ჩატარდა. მას საპატიმროში დღეს გადაიყვანენ.

ნიკა კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით – განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

კომენტარები

კომენტარი