მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 22:21
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა – რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ადგილზე

Prime Time July 12, 2026 8:44 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და რისკი იმისა, რომ წყალი საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე გადმოვიდეს, მოხსნილია.

უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონიდან გუშინ, გვიან ღამით გაყვანილი ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ სახლებს უკვე დაუბრუნდნენ.

სტიქიის შედეგად კახეთში განადგურდა ინფრასტრუქტურა, დანგრეულია ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული და საჯარო შენობები.