მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 18:44
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 17:15 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

მარტვილში,გუშინ 41 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, კრაზანის ნაკბენით გამოწვეულმა ანაფილაქსიურმა შოკმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო, მას პულსი და წნევა დაუვარდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზევე ხელახლა აამუშავა მისი გული, შემდეგ კი მარტვილის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმმა გიორგი ხორავამ პერსონალთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

მამაკაცის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ოჯახი მადლობას უხდის სასწრაფო დახმარების ბრიგადას და სამედიცინო პერსონალს პაციენტის გადარჩენისთვის.