მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 20:12
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მე და გია ბარამიძე ერთად ვართ ნამყოფი სოხუმში და გუდაუთაში, სადაც კინაღამ ტყვედ აგვიყვანეს – მიხეილ სააკაშვილი

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 18:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

მე და გიორგი ბარამიძე ძალიან დიდი ხნის მეგობრები და თანამებრძოლები ვართ. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ და აფხაზეთის ომის დროს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე. ერთად ვართ ნამყოფი სოხუმშიც და გუდაუთაშიც, სადაც კინაღამ ჩვენ თვითონ აგვიყვანეს ტყვედ, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გიორგი ბარამიძემ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ მას წიხლი ნამდვილად არ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის ღალატზე დაფუძნებული დიქტატურის მსახურებისგან.

„მე მინიშნებაც კი არ მსმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე და დარწმუნებული ვარ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. აი, ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი იქნა წარმოუდგენელი სამხედრო დანაშაულები აფხაზეთშიც და ცხინვალშიც. ცხინვალის შემთხვევაში ეს დადასტურებულია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ აფხაზეთზე კონტროლს და ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი არავის არაფერი შერჩება. რაც შეეხება ქართველების სამხედრო დანაშაულებში დადანაშაულებას, ამას ივანიშვილის დავალებით აქტიურად აკეთებდნენ წულუკიანი, რომელმაც ხელოვნურად მოახდინა გამოძიების პროვოცირება 2008 წლის ომზე და ასევე „ქოცების“ მიერ დასმული პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, რომლის გამონათქვამები რუსებმა წარადგინეს ქართველების წინააღმდეგ მტკიცებულებებად. გიორგიმ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ მას წიხლი ნამდვილად არ ეკუთვნის ივანიშვილის ღალატზე დაფუძნებული დიქტატურის მსახურებისგან, რომელთაც უთავმოყვარეობა აიყვანეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.